თვლის ნებისმიერ სისტემაში ესა თუ ის სიმბოლო (იეროგლიფი, ნახატი, ნიშანი ან სიტყვა) გარკვეულ რიცხვს აღნიშნავს. ამ რიცხვებს საკვანძო რიცხვები ეწოდება. ყველა სხვა რიცხვი მიიღება საკვანძო რიცხვებზე მოქმედების შედეგად.
თვლის სისტემები ერთმანეთისაგან განსხვავდება საკვანძო რიცხვების შერჩევით და დანარჩენი რიცხვების შექმნის ხერხებით. მაგალითად, ძველი ეგვიპტელების ნუმერაციაში საკვანზო რიცხვებია: 1;10;100;1000;10 000;100 000 და 1 000 000.ბაბილონელებისათვის საკვანძო რიცხვებია: 1;10;60; ძველი რომაელებისათვის –1;5;10;50;100;500;1 000; ძველი ბერძნებისათვის– 1;5;10;100;1 000;10 000 და ა.შ.
ნაშრომი მოიძია: ფესვიანიძე ელენემ და ბაშალეიშვილი ლევანმა.
No comments:
Post a Comment